ტყავის ნივთის ყოველდღიური მოვლა
მტვერი მოაშორე რბილი, მშრალი ქსოვილით. კონკრეტული მოვლის საშუალება ტყავის ტიპისა და დამუშავების მიხედვით შეარჩიე.
საშუალება ჯერ შეუმჩნეველ ადგილას გამოსცადე. ზამშისა და ნუბუკის მოვლა გლუვი ტყავის მოვლისგან განსხვავდება.
დასველებისას ზედაპირს წყალი რბილი ქსოვილით შეაშრე და ოთახის ტემპერატურაზე გააშრე. მოარიდე გამათბობელს, ფენსა და პირდაპირ მზეს.
არ გამოიყენო სპირტი, გამხსნელი ან ძლიერი საყოფაცხოვრებო საწმენდი. შესანახად შეარჩიე მშრალი, განიავებადი ადგილი. რთული ლაქის ან დაზიანებისას მოგვწერე ფოტოთი.